top of page
  • Black Facebook Icon
  • Black Instagram Icon

ეს რეალისტური სათამაშო ტოსტერი შესანიშნავი დამატებაა ნებისმიერი სათამაშო სამზარეულოსთვის. ბავშვებს შეუძლიათ მოამზადონ გემრიელი „საუზმე“ და თავი ნამდვილ მზარეულებად იგრძნონ.

 

კომპლექტში შედის 2 ნაჭერი პური, თეფში, შემწვარი კვერცხი, ყველის ნაჭერი და კარაქი. ტოსტერს აქვს მოძრავი ჩამრთველი, რომლის გადატრიალებისას ისმის რეალისტური „კლიკის“ ხმა, ხოლო სახელურის დაჭერის შემდეგ ტოსტი ზემოთ ამოხტება, როგორც ნამდვილ მოწყობილობაში.

 

როლური თამაში ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და სოციალური უნარების განვითარებას. ასევე ეხმარება პატარებს ყოველდღიური საქმიანობების გაცნობაში და დამოუკიდებლობის შეგრძნების ჩამოყალიბებაში.

 

სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.

 

ზომა მმ: 175 x 100 x 109

რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან. 

ხის სათამაშო ტოსტერი

SKU: 44215
GEL 119.00Price
Quantity
    bottom of page