ნოეს ხის კიდობანი არის ულამაზესი და სიმბოლური სათამაშო, რომელიც არა მხოლოდ სახალისო და შემეცნებითი ნაკრებია, არამედ უმუშავებს ბავშვებს თანაგრძნობისა და ზრუნვის უნარებს, ასევე თხრობის უნარს, ზრდის სიტყვების მარაგს.
ბავშვს შეუძლია შეადაროს და დააჯგუფოს ცხოველები. ისწავლოს რა განსხვავებაა სხვადასხვა ცხოველს შორის. სწავლობს მათ სახელებს, გარეგნობას. მშობელს შეუძლია მოუყვეს ნოეს კიდობნის ამბავი და სათამაშო გამოიყენოს თვალსაჩინოებისთვის, ასევე შესაძლოა, ბავშვს მისცეს საშუალება თავად გამოიგონოს ისტორია.
სათამაშო ასევე ავითარებს წვრილი მოტორიკისა და კოორდინაციის უნარებს - მცირე დეტალების ხელში დაჭერა და გამოყენება ხელს უწყობს თითებისა და მაჯის მოძრაობების განვითარებას.
სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.
ზომა სმ - 34 × 14.5 × 20
შედგება 20 ნაწილისგან და განკუთვნილია ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან.
top of page
SKU: TF330
GEL130.00 Regular Price
GEL91.00Sale Price
bottom of page


















