top of page
  • Black Facebook Icon
  • Black Instagram Icon

წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს "ტრანსპორტ სერვის გრუპ"-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 400198683) ოფიციალურ წესებსა და პირობებს, რომელიც ვრცელდება ვებგვერდ kidsspot.ge-ის მომხმარებლებსა და კომპანიას შორის.
ვებგვერდით სარგებლობისას, მომხმარებელი ეთანხმება და ადასტურებს ამ წესებისა და პირობების შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება რომელიმე პუნქტს, ვალდებულია შეწყვიტოს ვებგვერდის გამოყენება.

ტერმინთა განმარტება

- Kids Spot ( "ჩვენ", "კომპანია") - შპს "ტრანსპორტ სერვის გრუპ", რომელიც მართავს ვებგვერდ kidsspot.ge-ს;
- მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით;
- ანგარიში - მომხმარებლის პერსონალური პროფილი ვებგვერდზე;
- შეკვეთა - მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენის მოთხოვნა;
- მიტანის სერვისი - პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესი;
- მესამე პირები - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მომხმარებელს ან Kids Spot-ს.

რეგისტრაცია და ანგარიში

მომხმარებელს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე, რის შემდეგაც შეეძლება შეკვეთების განთავსება. რეგისტრაციისას აუცილებელია რეალური მონაცემების მითითება. ანგარიშის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:

  • სოციალური ქსელით;

  • Google-ით;

  • ელექტრონული ფოსტით.

აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • სახელი;

  • მისამართი;

  • ელექტრონული ფოსტა;

  • სისტემაში შესასვლელი პაროლი.

შეკვეთა და გადახდა

შეკვეთის განთავსება შესაძლებელია როგორც ავტორიზებული, ასევე სტუმრის რეჟიმში. გადახდის მეთოდებია:
- საბანკო ბარათით გადახდა


Kids Spot იტოვებს უფლებას შეკვეთის გაუქმების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებისა, თუ პროდუქტი აღარ არის მარაგში ან აღმოჩნდა ხარვეზიანი.

მიწოდების წესები

- თბილისის მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 1-3 სამუშაო დღეში;
- რეგიონებში მიწოდების ვადა შეადგენს 5-7 სამუშაო დღეს;
- მაღალმთიან რეგიონებში მიწოდების ვადა 10-12 სამუშაო დღეა;
- საკურიერო მომსახურების სტანდარტული ღირებულება შეადგენს 8 ლარს.

დაბრუნებისა და გაცვლის პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ან შეცვალოს შეძენილი პროდუქტი შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პროდუქტი დაზიანებულია ან აქვს წარმოების დეფექტი;
- თუ არ ემთხვევა შეკვეთილ პროდუქციას;
- მომხმარებელს შეუძლია პროდუქტის დაბრუნება შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე.

კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

Kids Spot იცავს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და არ გადასცემს მათ მესამე პირებს მომხმარებლის ნებართვის გარეშე, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Kids Spot არ არის პასუხისმგებელი:
- ტექნიკური შეფერხებების გამო გამოწვეულ პრობლემებზე;
- მომხმარებლის მიერ არასწორად შეყვანილ მონაცემებზე;
- მესამე პირების მიერ მომხმარებლის ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენებაზე.

დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ვებგვერდით სარგებლობის შედეგად, განიხილება მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოში.

წესებისა და პირობების ცვლილება

Kids Spot იტოვებს უფლებას, შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები ნებისმიერ დროს, რაც განთავსდება ვებგვერდზე. ცვლილებების შემდეგ ვებგვერდით სარგებლობა ნიშნავს ახალი პირობების მიღებას.

კონტაქტი
ელ. ფოსტა: kids.Spot.Tbilisi@gmail.com,
იურიდიული მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, მანჯგალაძის 67ა

bottom of page