top of page
  • Black Facebook Icon
  • Black Instagram Icon

ლოტო ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით კლასიკური სამაგიდო თამაშის ვარიაციაა, რაც ბავშვს დაეხმარება უკეთ ფოკუსირდეს, მარტივად ჩაერთოს დავალების შესრულებაში, ხალისიანად გაატაროს დრო და თან განავთაროს როგორც კოგნიტური, ისე წვრილი მოტორული უნარები. საბავშვო თამაში განკუთვნილია 3+ ასაკისთვის.

თქვენ კი ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში დაგაბრუნებთ!

 

შეფუთვაშია: 6 დაფა ზღაპრის პერსონაჟების გამოსახულებით, 36 ორმხრივი მონეტა, ინსტრუქცია 8 ენაზე (ესენია: ქართული, ინგლისური, პოლონური, გერმანული, იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური)

 

სამზადისი თამაშის დასაწყებად:

  • მოათავსე შენს წინ შენთვის სასურველი დაფა

  • ყველაზე უმცროს მონაწილეს სთხოვე მონეტები გადაანაწილოს მაგიდის ცენტრში, ისე რომ ყველა მათგანი ხილვადი იყოს

 

როგორ ვითამაშოთ:

თითოეულმა მოთამაშემ რიგის დაცვით შეარჩიეთ მონეტა, რომელიც შეესაბამება ილუსტრაციას თქვენი დაფიდან. მოათავსე მონეტა დაფის შესაბამის უჯრაში.

 

თუ მაგიდაზე არსებული მონეტებიდან არცერთი აღარ შეესაბამება შენს დაფას, ამოატრიალე ერთ-ერთი მათგანი. თუ ეს მონეტა შეესაბამება შენს დაფას დადე შესაბამის უჯრაში, თუ არა მაშინ ისევ გადააბრუნე საწყის პოზიციაში. სვლა გადადის შემდეგ მოთამაშეზე.

 

იგებს ის, ვინც პირველი შეავსებს დაფას!

ლოტო

SKU: L001
GEL65.00Price

საგაზაფხულო შეთავაზება

Quantity
    bottom of page