top of page
  • Black Facebook Icon
  • Black Instagram Icon

ხის ბალანსის სათამაშო  მოძრაობისა და კონცენტრაციის უნარების განსავითარებლად. 

ეს უნიკალური ბალანსის სათამაშო ხელს უწყობს ბავშვის სხეულის კოორდინაციის, კონცენტრაციის, წონასწორობისა და სიმძიმის ცენტრის შეგრძნების განვითარებას. ბავშვს შეუძლია ფეხის მოძრაობით მართოს ხის ბურთი ლაბირინთში და წარმატებით მიიყვანოს საბოლოო მიზნამდე. ამაღლებს ყურადღების და მოთმინების უნარებს. 

 

შესაფერისია როგორც სახლისთვის, ასევე საბავშვო ბაღისა და სხვა სასწავლო გარემოსთვის. სათამაშო ბავშვებისთვის სასიამოვნო გამოწვევაა, მშობლებისთვის კი საუკეთესო გზაა პატარების განვითარების წასახალისებლად.

 

სათამაშო დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.

 

ზომა მმ: 450 x 300 x 50

განკუთვნილია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. 

ხის ბალანს სათამაშო

SKU: 44273
GEL149.00Price
Quantity
    bottom of page