top of page
  • Black Facebook Icon
  • Black Instagram Icon

ხის სათამაშო პირამიდა გორგოლაჭებიან დათუნიასთან ერთად თქვენი პატარას თამაშს უფრო სახალისოს გახდის ასევე განუვითარებს ლოგიკური აზროვნებისა და სირთულეების დაძლევინ უნარებს. ბავშვი ხდება მიზანდასახული და ცდილობს სწორად ააწყოს ულამაზესი პირამიდა. 

 

 სხვადასხვა ზომის ფერადი რგოლების აწყობისას ბავშვი სწავლობს ზომების მიხედვით დალაგებას, ასევე თანმიმდევრობისა და კოორდინაციის მნიშვნელობას, უვითარდება წვრილი მოტორიკა, ხოლო გორგოლაჭებიანი დათუნია მას აძლევს საშუალებას მეტი იმოძრაოს და განუვითარდეს მოტორული უნარები.

 

სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.

 

პირამიდის ზომა მმ: 82 x 82 x 130

გორგოლაჭებიანი დათუნიას ზომა მმ:110 x 105 x 55

სათამაშო განკუთვნილია ბავშვებისთვის 7 თვის ასაკიდან.

ხის სათამაშო პირამიდა და დათუნია

SKU: 44227
GEL95.00Price
Quantity
    bottom of page