სამუშაო იარაღების ნაკრები გამორჩეულად საყვარელი და საინტერესო სათამაშოა ბავშვებისთვის. განსაკუთრებით იმ პატარებისთვის, ვისაც ყველაფრის "შეკეთება", "აწყობა" ან მშობლებისთვის მიბაძვა უყვართ. ნაკრებით თამაშისას პატარები ივითარებენ ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს - ბავშვი ფიქრობს და განსაზღვრავს, რომელ სამუშაო იარაღს რა ფუნქცია აქვს, როგორ უნდა დაამაგროს ესა, თუ ის დეტალი, სწავლობს ახალ სიტყვებს, იძენს გამოცდილებას, რომ ხელით შრომა – რაღაცის აწყობა, შეკეთება, შექმნა – ღირებული და სახალისოა.
სათამაშო ასევე ავითარებს წვრილი მოტორიკისა და კოორდინაციის უნარებს - მცირე დეტალების ხელში დაჭერა და გამოყენება ხელს უწყობს თითებისა და მაჯის მოძრაობების განვითარებას.
კომპლექტში შედის: ურო, გასაღები, ხრახნდამჭერი, 4 წყვილი ჭანჭიკი და სხვა შესაბამისი აქსესუარები.
სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.
ზომა მმ: 200 x 120 x 90
განკუთვნილია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან.
top of page
SKU: 44008
GEL84.00Price
bottom of page


















