სამუშაო იარაღების ნაკრები გამორჩეულად საყვარელი სათამაშოა ბავშვებისთვის. განსაკუთრებით იმ პატარებისთვის, ვისაც ყველაფრის "შეკეთება", "აწყობა" ან მშობლებისთვის მიბაძვა უყვართ. ნაკრებით თამაშისას პატარები ივითარებენ ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს - ბავშვი ფიქრობს და განსაზღვრავს, რომელ სამუშაო იარაღს რა ფუნქცია აქვს, სწავლობს ახალ სიტყვებს, იძენს გამოცდილებას, რომ ხელით შრომა – რაღაცის აწყობა, შეკეთება, შექმნა – ღირებული და სახალისოა.
სათამაშო ასევე ავითარებს წვრილი მოტორიკისა და კოორდინაციის უნარებს - მცირე დეტალების ხელში დაჭერა და გამოყენება ხელს უწყობს თითებისა და მაჯის მოძრაობების განვითარებას.
კომპლექტი მოიცავს: საჭრელ მანქანას, უროს, ხერხს, სახაზავს, ხრახნდამჭერს, გასაღებს, ასევე რამდენიმე ხრახნს, ჭანჭიკს და სხვა ნაწილებს (ჯამში 64 ელემენტი)
სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.
განკუთვნილია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან.
ზომა მმ: 670 x 470 x 270
top of page
SKU: 44065N
GEL290.00Price
Only 3 left in stock
bottom of page