top of page
  • Black Facebook Icon
  • Black Instagram Icon

ეს ხის მრავალფუნქციური საბავშვო ვოქერი იდეალური არჩევანია თქვენი პატარასთვის, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს. სტაბილური კონსტრუქცია და რბილი ბორბლები ეხმარება ბავშვს უსაფრთხოდ გადაადგილებაში, ხოლო სხვადასხვა განმავითარებელი თავსატეხი მის წინა და გვერდით მხარეებზე ეხმარება პატარებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში.  

უფრო კონკრეტულად, ხელს უწყობს კოორდინაციისა და მოტორული უნარების განვითარებას, ბავშვი სწავლობს ფერების ამოცნობას და ვარჯიშობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენაში. ამ ყველაფრის შედეგად კი უვითარდება აზროვნების, ფიქრისა და დაბრკოლებების გადალახვის უნარები. 

 

სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.

 

განკუთვნილია ბავშვებისთვის 13-დან 24 თვემდე. 

ზომები: 340 × 455 × 320 მმ

ხის საბავშვო ვოქერი

SKU: 50950
GEL299.00Price
Quantity
    bottom of page