top of page

ფერების შესასწავლი თავსატეხი სახალისო და საგანმანათლებლო თამაშია, რომელიც ბავშვებს ფერების ამოცნობასა და გარჩევაში ეხმარება.


ნაკრები შედგება 36 ხის ბარათისგან. თითოეულ ფერს შეესაბამება 6 ბარათი განსხვავებული გამოსახულებებით. კომპლექტში ასევე შედის კამათელი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სახალისო თამაშებისა და აქტივობების მოფიქრება.

თამაში ბავშვებს ფერების აღქმისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. ფერადი ილუსტრაციები მათ ინტერესს იწვევს და ბარათების დახარისხების პროცესს უფრო სახალისოს ხდის. თამაშის წარმატებით დასრულება კი ხელს უწყობს თავდაჯერებულობისა და მოტივაციის ამაღლებას.


სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.


ზომა სმ: 21х19х4.5

რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 3 წლიდან.

ხის სამაგიდო თამაში ფერები

SKU: 44505
GEL 59.00Price
Quantity
    bottom of page