top of page

შოპინგის ხის კალათა, რომელიც ნამდვილის ანალოგია საუკეთესო გასართობია თქვენი პატარასთვის. არის ფერადი, მოსახერხებელი და ბავშვების ზომებზე მორგებული სათამაშო, რომელიც პატარებს მაღაზიაში საყიდლებზე სიარულის თამაშის საშუალებას აძლევს.


ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ უფროსების მიბაძვა. ამ სათამაშოს დახმარებით მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ სუპერმარკეტში საყიდლებზე იმყოფებიან, შეარჩიონ სასურველი პროდუქტები და ურიკით გადაიტანონ ისინი სათამაშო სამზარეულოში.

კალათს ქვემოთ დამატებითი სათავსოც აქვს, რაც მეტი ნივთის მოთავსების შესაძლებლობას იძლევა.


სათამაშო ბავშვს როლური თამაშებისა და ყოველდღიური სიტუაციების გათამაშების საშუალებას აძლევს. ავითარებს კოორდინაციის უნარს, მსხვილ მოტორიკას, ბალანსს. ხელს უწყობს კუნთების განვითარებასა და სხეულის მოძრაობის კონტროლს, ურიკის გადაადგილებისას ბავშვს უვითარდება წონასწორობის შენარჩუნების უნარი.


სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.


ზომა სმ: ‎48 x 30 x 41.5

რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 1 წლის ასაკიდან.

ხის სათამაშო შოპინგის კალათა

SKU: 50672FSC
GEL 279.00Price
Quantity
    bottom of page