ფერადი და ნატურალური ხის დეტალებისგან შემდგარი კონსტრუქტორი ბავშვს საკუთარი ფანტაზიისა და წარმოსახვის გამოყენებით სხვადასხვა კონსტრუქციის შექმნის საშუალებას აძლევს.
დეტალები და დაფები იდეალურად სწორი ფორმისაა, რაც აწყობილ კონსტრუქციებს მყარ და სტაბილურ საფუძველს უზრუნველყოფს. სხვადასხვა ფერისა და ფორმის დეტალების გამოყენებით ბავშვებს შეუძლიათ მრავალფეროვანი ნაგებობების შექმნა.
ნაკრები მოიცავს: სულ 250 ხის დეტალს, 150 ნატურალური ფერის დეტალს, 100 ფერად დეტალს, მოსახერხებელ კონტეინერს პლასტმასის სახელურით.
ერთი დეტალის ზომა: 10 × 1.8 × 0.5 სმ.
სათამაშო ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას, ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარების გააქტიურებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, დამოუკიდებლად თამაშისა და სხვადასხვა კონსტრუქციის შექმნის უნარს.
სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.
რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან.

















