კლასიკური ფორმების დასახარისხებელი ყუთი მოიცავს 4 განსხვავებული ფორმის 8 ფერად ხის დეტალს. სათამაშო შექმნილია პატარებისთვის, რათა სახალისო თამაშის საშუალებით ისწავლონ ფორმების ამოცნობა და ერთმანეთისგან გარჩევა.
სათამაშო ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას, ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარების გააქტიურებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას, დამოუკიდებლად თამაშის უნარს.
სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.
ზომა მმ: 130x130x80
რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან.

















