ხის სათამაშო ხელსაწყოების ნაკრები პატარა ოსტატებისთვის საუკეთესო გასართობია.
მოსახერხებელი და გამძლე სათამაშო ხელსაწყოების ქამარი რეგულირებადი ზომისაა და აღჭურვილია ჯიბითა და ელასტიკური სამაგრებით, რომლებიც ხელსაწყოების უსაფრთხოდ მოთავსებას უზრუნველყოფს.
ნაკრები მოიცავს: ჩაქუჩს, ქანჩის გასაღებს, ბრტყელტუჩას, სახრახნისს, სახაზავს, 2 ცალ ხრახნს და 2 ცალ ქანჩს.
სათამაშო ხელს უწყობს ბავშვებში წარმოსახვის, პრაქტიკული უნარებისა და ხელის მოძრაობების კოორდინაციის განვითარებას. ბავშვებს შეუძლიათ უფროსების მიბაძვა და სხვადასხვა სამუშაოს შესრულების სახალისო იმიტაცია.
სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, წყლის ბაზაზე მომზადებული საღებავით, სრულიად უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. დამზადებულია ევროპული ბაზრისთვის და სერტიფიცირებულია ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი EN71 სერთიფიკატით.
ზომა მმ: 360x180x25
რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან.

















